მაჟორიტარი კანდიდატის შეხვედრა ამომრჩეველთან

„ქართული ოცნების“ მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შალვა კერესელიძე წინამძღვრიანთკარში ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. შალვა კერესელიძემ მოსახლეობას ის გეგმები გააცნო, რის განხორციელებასაც ის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, წინამძღვრიანთკარში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. ასევე, ნაწილობრივ მოგვარდა სასმელი წყლის მიწოდებაც. დეპუტატობის კანდიდატი დღესვე სოფელ ზაქაროს, ბიწმენდის, ჯიღაურას და გალავნის მცხოვრებლებს შეხვდა.