მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა

საარჩევნო ბლოკმა, „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი“ მაჟორიტარების კანდიდატები წარადგინა.

ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი მარიამ სულაძე, გლდანში – ნატალია პაპაშვილი, მთაწმინდა-კრწანისში – მაია სირაძე, ვაკეში კი მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიის ლიდერი ჯონდი ბაღათურია იქნება. როგორც ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, საბურთალოზე, ისანსა და სამგორში საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები არ ეყოლებათ და მათი მხარდამჭერები აღნიშნულ ოლქებში მხარს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს დაუჭერენ.