მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა

„ქართული ოცნება“ იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. მმართველი გუნდის ლიდერებმა კანდიდატი ტყიბულში დაასახელეს. ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის გაერთიანებულ ოლქში გამარჯვების მოპოვებას, „ქართული  ოცნების“ სახელით, ბეჟან წაქაძე შეეცდება. კანდიდატი ადგილობრივებს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა. ამასთან, პარტიის ლიდერებმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნეს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პარლამენტში უკვე განიხილება შრომის ახალი კოდექსი, რომელიც შრომის პირობების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რაც დღეს ქვეყანაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ტყიბულის შემდეგ, მმართველი გუნდის ლიდერები თერჯოლაში ჩავიდნენ.