მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა ქობულეთში

საქართველოს პარლამენტში ქობულეთიდან მაჟორიტარად „ქართულმა ოცნებამ“ ზაალ მიქელაძე, უმაღლეს საბჭოში კი, ცოტნე ანანიძე დაასახელა.

ამომრჩეველს ქობულეთში კანდიდატები პრემიერ-მინისტრმა, პარტიის გენერალურმა მდივანმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ წარუდგინეს. მმართველმა პარტიამ ამით აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა დაასრულა. დილით კი, პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მმართველმა გუნდმა ხელვაჩაურში  წარადგინა.