მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივა

იმ მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომლებმაც პარლამენტში ახალი რეალობა შექმნეს, საკუთარი ინიციატივის გასატანად საჭირო პროცედურები დაიწყეს.

საუბარია იდეაზე, რომელიც 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნების მთლიანად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებას გულისხმობს. წინადადება კონსტიტუციაში ცვლილებას გულისხმობს. თუმცა ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირებაა საჭირო, რისთვისაც  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებმა მინიმუმ  200 000 ხელმოწერა უნდა შეაგროვონ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები თანაგუნდელების იდეას არ ეთანხებიან და საარჩევნო კუთხით ქვეყნის უზენაეს კანონში ცვლილებებს გამორიცხავენ.

თეონა მანაგაძე განაგრძობს საუბარს.