მაჟორიტარ დეპუტატთა ინიციატივა

მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამ მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები მათ უკვე მოამზადეს. ინიცირებისათვის 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერაა საჭირო.

დიმიტრი ხუნდაძე საპროცედურო საკითხთა კომიტეტისგან შესაბამისი ფორმის გადაცემას ელოდება, რომ ხელმოწერების შეგროვება დაიწყოს. საკითხზე კონსულტაციები გაიმართა მმართველ გუნდშიც.