მადიარი კანონმდებლობის შეცვლას გეგმავს
უნგრეთის მთავრობა შეცვლის 2020 წელს ვიქტორ ორბანის მთავრობის მიერ მიღებულ კანონს, რომელმაც ერთნაირსქესიანთა წყვილებისთვის ბავშვის შვილად აყვანა, ფაქტობრივად, აკრძალა. „როიტერის“ ინფორმაციით, უნგრეთში ერთნაირსქესიანთა წყვილებისთვის 2020 წლის ბოლომდე შვილის აყვანა შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი პარტნიორი განაცხადს მარტოხელა პირის სტატუსით შეიტანდა. ორბანის პარტიის მიერ მიღებული კანონის თანახმად, მარტოხელა პირებს შვილის აყვანის შესახებ განაცხადის დასაკმაყოფილებლად ოჯახის საკითხებში მინისტრის თანხმობა სჭირდებოდათ, რაც ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილად აყვანის შესაძლებლობის ფაქტობრივ აკრძალვას ნიშნავდა. როიტერის ცნობით, შვილის აყვანის სისტემის შეცვლა ლგბტქ+ ადამიანების უფლებების აღდგენის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ორბანის ხელისუფლების მიერ მიღებულმა კანონებმა ასევე აკრძალა პირად დოკუმენტებში სქესის შეცვლა. უნგრეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება კვლავ არ არის დაშვებული, თუმცა ქვეყანა სამოქალაქო პარტნიორობას აღიარებს.