„მადამ ბატერფლაის“ პრემიერა თბილისის ოპერის თეატრში

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საპრემიერო სამზადისია. 4 ოქტომბრიდან მაყურებელი ამომავალი მზის ქვეყანაში, იაპონიაში იმოგზაურებს. „მადამ ბატერფლაი“ – ასე ჰქვია ცნობილი იაპონელი ხელოვანის დადგმას, რომელიც თბილისის ოპერის სცენაზე 30 წლიანი პაუზის შემდეგ ისევ გაცოცხლდება. მადამ ბატერფლაის პრემიერა ქართველი სოპრანოს, მედია ამირანაშვილის ხსოვნას მიეძღვნება.