მაჩხაანის ისტორიული უბანი რეაბილიტაციის მოლოდინში
საუკუნოვანი ნაგებობები, სახლები და უნიკალური თეატრი. მაჩხაანის ისტორიული უბანი რეაბილიტაციის მოლოდინშია. ამიერკავკასიაში პირველი მოძრავი სცენა, სადაც საპრემიერო სპექტაკლი სანდრო ახმეტელს დაუდგამს, ახალა სავალალო მდგომარეობაშია. დარბაზში სახურავიდან წყალი ჩადის, კედლებიდან კი ბათქაში ცვივა. ქვემო მაჩხაანის სახლებისთვის დამახასიათებელი თაღოვანი კედლები, ბუხრები და ხის განიერი შესასვლელები დაზიანებების მიუხედავად, ვიზიტორების განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს. არსებობს თუ არა ისტორიული უბნის აღდგენის გეგმა და მოხერხდება თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება.
ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი სოფელ მაჩხაანიდან #მოამბერეგიონები