მაჩალიკაშვილს პარლამენტთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს

მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის უფლება არ მისცა. სამართალდამცველების თქმით, აღნიშნულ ადგილზე სამუშაოები იგეგმება. კარვის გაშლაზე აკრძალვაც სწორედ აღნიშნულ პროცესს უკავშირდება.

მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი უფლებების დარღვევაზე საუბრობს. პარალელურად განმარტებას აკეთებენ თბილისის მერიაში. ვიცე-მერის თქმით, რუსთაველის გამზირზე, შესაძლოა, დროდადრო სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს, თუმცა სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არცერთ მოქალაქეს არ შეეზღუდება.