მაჩალიკაშვილის საქმის მასალები

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი პროკურატურას მოუწოდებს, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნა გაითვალისწინოს.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამას და ოჯახის ადვოკატს თბილისის პროკურატურაში გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გააცნეს. ექსპერტიზას უნდა დაედგინა, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა თემირლან მაჩალიკაშვილი გასროლის დროს. ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ბუნდოვანია. მაჩალიკაშვილების ოჯახი და ადვოკატი ფიქრობენ, რომ საკითხზე ნათელი პასუხი გასცეს მათ მიერ პროცესში ჩართულმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, რომლებმაც დაადგინეს, რომ გასროლისას თემირლან მაჩალიკაშვილს თავი წამოწეული არ ქონდა, შესაბამისად წინააღმდეგობის გაწევასაც არ აპირებდა.