მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის განცხადება

18:11, 05.07.2018

თემირლან მაჩალიკაშვილი ტერაქტს არ გეგმავდა – განცხადებას ამის შესახებ თბილისის პროკურატურის დატოვების შემდეგ მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა გააკეთა.

მარიამ კუბლაშვილი საგამოძიებო უწყებაში თემირლან მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზის შედეგებს გაეცნო, მათ შორის, აღდგენილ ტექსტურ შეტყობინებებს. ადვოკატი აცხადებს, რომ ამ მიმოწერით მაჩალიკაშვილისა და ახმედ ჩატაევის კავშირი არ დასტურდება.

 

მსგავსი