მაჩალიკაშვილების ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა

საქალაქო სასამართლოში მაჩალიკაშვილების ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. ამ სარჩელით ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევაში ადანაშაულებს. კიდევ ერთი მოთხოვნაა მორალური ზიანის ანაზღაურება. საქმის განხილვა მოსარჩელე მხარის სიტყვით გამოსვლით გაგრძელდა. თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ სხდომაზე ისაუბრა მათ სახლში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე. ასევე მედიკო მარგოშვილის განცხადებით დღემდე საგამოძიებო უწყებას არ წარმოუდგენია ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორიზმთან კავშირს დაადგენს.  მოპასუხე მხარის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამართული ბრიფინგებისას არ მომხდარა უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა. ასევე სუს-ი არ ეთანხმება მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას.