„მაჭახლობა“ აჭარაში

15:30, 19.09.2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამართულ – „მაჭახლობა 2026“-ს დაესწრო და მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტრადიციული ღონისძიებები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის ისტორიული თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და ხეობის უნიკალური რესურსების წარმოჩენას, პოპულარიზაციასა და ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები, მოეწყო რეგიონის პროდუქციის გამოფენა-ბაზრობა და დაჯილდოების ცერემონია.

„საპატიო მაჭახლელი 2026“-ის წოდება ზურაბ პატარაძემ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის პედაგოგს, ლეილა კახიძეს გადასცა.
დღესასწაული კულტურული პროგრამითა და მუსიკალური ნომრებით გაგრძელდა.

მსგავსი