ლუქსემბურგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი გაიმართება

ლუქსემბურგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება.

შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფედერიკა მოგერინის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის მონაწილეობით გაიმართება.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები იმსჯელებენ 2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში გამართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შემდგომ მიღწეულ შედეგებზე.

მინისტერიალზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის 10 წლის საიუბილეო თარიღს, რომელიც მომავალ წელს აღინიშნება.

შეხვედრას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრებიან.