ლუკაშენკოს გზავნილი  

არჩევნებიდან ერთი წლის თავზე, ბელარუსის პრეზიდენტი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და კითხვებს უპასუხა.

შეხვედრა ექვს საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ალექსანდრ ლუკაშენკომ ისაუბრა დასავლეთის სანქციებზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, არჩევნებზე და რუსეთთან ურთიერთობაზე. ლუკაშენკოს გამოსვლის პარალელურად, ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა ბრიტანეთმა.