პარლამენტის ყოფილი წევრი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დაკავებულია, – ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების, ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით. კურტანიძე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლების შესაბამისად. დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, ლუკა კურტანიძემ ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მაქაცაძეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.