ლუკა ჩხეტიას ოჯახში ჩხრეკა ჩატარდა

სპეცოპერაციისას დაკავებული ლუკა ჩხეტიას ოჯახში ჩხრეკა გვიან ღამემდე გაგრძელდა. დაკავებულის დას, მარი ჩხეტიას თქმით, სამართალდამცველებს სახლიდან  კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ. მისივე განმარტებით, საცხოვრებელ სახლთან ერთად, ეზოში არსებული შენობაც გაიჩხრიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა განაცხადეს, რომ პროცესი ჩხეტიების ოჯახში, კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა.

ლუკა ჩხეტიას ახლობლები, მის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს არ გამორიცხავენ.