ლუკ კოფი: საქართველო დემოკრატიული თვალსაზრისით სწორი მიმართულებით მიდის

საქართველო დემოკრატიული თვალსაზრისით სწორი მიმართულებით მიდის. ასეთია ჰერიტეიჯ ფაუნდეიშენის ექსპერტის შეფასება.

პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ლუკ კოფი აცხადებს, რომ სხვადასხვა კვლევები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შესახებ სხვადასხვა სურათს აჩვენებს.

შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის ფრიდომ ჰაუსის ანგარიშში მოყვანილ შეფასებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი 2017 წელს  შემცირდა, ლუკ კოფის განცხადებით, საქართველო დემოკრატიული თვალსაზრისით რეგიონის სხვა სახელმწიფოებისთვის სამაგალითოა.