ლუიზა ვინტონი „თიბისი ბანკის“ საქმეს გამოეხმაურა

საქართველოს სჭირდება ძლიერი ფინანსური ინსტიტუციები, საკანონმდებლო გარემო და სასამართლო. „თიბისი ბანკის“ შემთხვევა არის გამოცდა ამ სამი ელემენტისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა განაცხადა. მისი განმარტებით, „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციები არსებობს და ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ პროცესი კანონის სრული დაცვით, მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს.