საქართველოში გაერო-ს ელჩი სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ქალი პრეზიდენტის გამარჯვება დადებითი ფაქტია.
ლუიზა ვინტონმა აღნიშნა, რომ შემაშფოთებელია ის დარღვევები, რაზეც ინფორმაცია ვრცელდება.
საქართველოსა და სომხეთში შვედეთის ელჩის, ულრიკ თიდესტრომის თქმით, არჩევნებში სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით კომენტარს საქართველოში ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.