ლუის გრაჩას განცხადება

18:12, 11.10.2025

სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებისა და მთავრობის დამხობის მცდელობების ფონზე მომხდარი არეულობის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს. ლუის გრაჩა საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობიანი შეკრების პატივისცემისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მათ „სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად, შიშის გარეშე მოქმედება უნდა უზრუნველყონ“.

ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკური აქტორებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ერთგული რჩება. „ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მზარდი დაძაბულობითა და ძალადობით. დემოკრატიული მმართველობა უნდა ეფუძნებოდეს კანონს, ანგარიშვალდებულებასა და მშვიდობიან პოლიტიკურ დიალოგს. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, აიღონ კანონიერი პოლიტიკური პროცესების ფარგლებში მუშაობის ვალდებულება“, – აცხადებს ლუის გრაჩა.

მსგავსი