ლუგარის ლაბორატორია

„ლუგარის ლაბორატორიაში სამუშაოები მხოლოდ დაავადებათა პრევენციისთვის მიმდინარეობს“, – ასეთია დასკვნა,რომელიც სხვადასხვა ქვეყნის 23 ექსპერტისგან შექმნილმა ჯგუფმა მოამზადა. დასკვნის შინაარსის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესაუბრა, ექსპერტების მიერ მომზადებული დოკუმენტი კი, მისი თქმით, ცენტრის საიტზე დღეს გამოქვეყნდება. ამირან გამყრელიძის შეფასებით, უცხოელმა სპეციალისტებმა დეტალურად შეისწავლეს ყველა დოკუმენტი და სამეცნიერო პროექტი, რაც ლაბორატორიაში მიმდინარეობს და შედეგად პოზიტიური დასკვნა დადეს.

შეგახსენებთ,რომ რუსული მედია და რუსეთის სგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის გამოცდა და ადამიანებისთვის საშიში ცდები მიმდინარეობდა.