ლუგარის ცენტრს საერთაშორისო ექსპერტები სტუმრობენ

რუსეთის პროპაგანდის პარალელურად, რიჩარდ ლუგარის ცენტრს საერთაშორისო ექსპერტები სტუმრობენ.

17 ქვეყნიდან მოწვეული სპეციალისტები ორი დღის განმავლობაში ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას უშუალოდ ადგილზე დააკვირდებიან და მოგვიანებით დასკვნასაც გამოაქვეყნებენ.

ქართული მხარე მზად არის, მათ სრული ინფორმაცია მიაწოდოს.

საქართველოს სახელმწიფოს ანგარიშის წარდგენას 1996 წლიდან გაერო-ს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენცია ავალდებულებს.