ლუგარის ცენტრის განცხადება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს – არ ენდონ პირებს, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიის სახელით მოქალაქეებს ურეკავენ და სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას, მსგავსი ზარის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართონ:  „გვინდა გაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას. გთხოვთ, მსგავსი ზარების შემთხვევაში ნომერი, რომლიდანაც ზარი განხორციელდა გადასცეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.