ლუდომანია და კვლევის შედეგები

აზარტულ თამაშებში არასრულწლოვნების ჩართულობის მაჩვენებელი საგანგაშოა. ასეთი შედეგი აჩვენა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ, რომლის მიხედვით 14-დან 18 წლამდე ასაკის ბიჭების 56% და გოგოების 44 % ონლაინ აზარტული თამაშების აქტიური მომხმარებელია.

კვლევის ავტორები ამ მონაცემებს აგრესიულ მარკეტინგულ კამპანიას უკავშირებენ, რის გამოც დღის წესრიგში კიდევ ერთხელ აქტიურდება მოზარდების ჩართულობის და აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვის საკითხი.

ასაკობრივი ცენზის არსებობის მიუხედავად, ონლაინ თამაშების სფერო პრაქტიკულად რეგულირების მიღმაა.

დატოვე კომენტარი