ლუდის ხარშვა ხევსურეთში – მზადება ათენგენობისთივს
უძველესი დროიდან, საქართველოს მთაში ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული თუ რიტუალი ლუდთან იყო დაკავშირებული. აქ ლუდის ხარშვის ტრადიციები დახვეწილი, წარმოების პროცესი კი – მდიდარი და მრავალფეროვანია. დამზადების ტექნოლოგია რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ლუდისთვის აუცილებელი ნედლეული ქერია. სარიტუალო სასმელი ტრადიციულად სპილენძის ქვაბში იხარშება. როგორ შემოინახა მთამ ლუდის მოხმარებისა და ხარშვის ტრადიციები – ამ საკითხის შესწავლით საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფია დაინტერესებული, რომლის მიზანიც მომავალი წლის მარტში საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდის იუნესკო-ს ნომინაციაზე წარდგენაა. ამისთვის კონკრეტული გეგმაა გაწერილი, ჩატარდება სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციები, მომზადდება ფილმი და სამუშაო ჯგუფი იმ ოჯახების ნუსხასაც შეადგენს, რომლებიც ლუდს ტრადიციული მეთოდებით ხარშავენ.
ანა ნოდიას რეპორტაჟი ხევსურეთიდან #მოამბერეგიონები