ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის შემდეგ, ლტოლვილთა კრიზისი ამჯერად ლათინურ ამერიკაში მძვინვარებს. ვენესუელის ისტორიაში პირველად, ქვეყანას ყოველთვიურად ასი ათასობით ადამიანი ტოვებს. ავტორიტარულმა რეჟიმმა და მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ, 4 მილიონი მოქალაქე ლტოლვილად აქცია. მეზობელი ქვეყნები – კოლუმბია, პერუ, ეკვადორი და ბრაზილია კრიზისთან გასამკლავებლად გამოსავალს ეძებენ. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ვენსუელა შესაძლოა ლათინური ამერიკის რეგიონის სირიად იქცეს.