LOVE is – ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მზადება პრემიერისთვის
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი 90-ე საიუბილეო სეზონს ახალი პრემიერით გახსნის. LOVE is – მიუზიკლი, რომელიც „ვესტსაიდის ისტორიის“ მოტივებზე შეიქმნა და ორი დაპირისპირებული ჯგუფის ფონზე სიყვარულის, სირთულეებისა და არჩევანის თემებს აერთიანებს.
როგორ მიმდინარეობს სპექტაკლისთვის მზადება, რომელიც 25 სექტემბერს გაიმართება – ნახეთ სიუჟეტში.