ლოურენს უილკერსონის აღიარება - შეფასებები

როგორ იყენებდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში. სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის სკანდალური აღიარება მწვავე პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.

ლოურენს უილკერსონმა ერთ-ერთ პოდკასტში განაცხადა, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ყიდულობდა გაზეთებს, ტელევიზიებს, რედაქტორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე, რომ მათ ეს არ იცოდნენ. ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოში, ყველგან გავაკეთეთ და ძალიან წარმატებულად. ჩვენ შევქმენით და დავაფინანსეთ მათი მთავრობები, ისევე, როგორც კისინჯერმა და ნიქსონმა დააფინანსეს პროფკავშირების ხელმძღვანელები, რედაქტორები, ბიზნეს ლიდერები ჩილეში სანტიაგოს მოსაშორებლად“, – განაცხადა უილკერსონმა.

თბილისში გაკეთებული განცხადებების შესახებ ახალა თამუნა წიკლაური მოგვიყვება.