აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკის და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის სკანდალური აღიარება. ლოურენს უილკერსონი საუბრობს, თუ როგორ იყენებდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ერთ-ერთ პოდკასტში უილკერსონმა განაცხადა, რომ მსგავსი პრაქტიკა არაერთ ქვეყანაში ხდებოდა, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში. ჩვენ ვყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, ვყიდულობდით გაზეთებს, ვყიდულობდით ტელევიზიებს, ზოგადად ვყიდულობდით კომუნიკატორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე, რომ მათ ეს არ იცოდნენ. დიდი ხნის განმავლობაში, ისინი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ იყვნენ გაფილტრული და ჩვენ ვასწავლიდით მათ, ვაწარმოებდით ლიბერალურ დემოკრატიას. ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოში, ყველგან გავაკეთეთ და ძალიან წარმატებულად. მახსოვს, ზოგიერთმა ადამიანმა მკითხა, რატომ ფიქრობთ, რომ ამ ადამიანებმა მოულოდნელად უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და ნატო-ს წევრობა მოისურვეს? გსურთ იცოდეთ, რატომ? ჩვენ შევქმენით მათი მთავრობები, ჩვენ დავაფინანსეთ მათი მთავრობები, ისევე, როგორც ჰენრი კისინჯერმა და რიჩარდ ნიქსონმა დააფინანსეს პროფკავშირების ხელმძღვანელები, გაზეთების რედაქტორები, ბიზნესი ლიდერები ჩილეში სანტიაგოს მოსაშორებლად“, – განაცხადა უილკერსონმა.
ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ყოფილი პოლკოვნიკის და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებას, შეფასებები მოჰყვა თბილისში.