ლორა თორნტონის შეთავაზება - პოლიტიკური შეფასებები

„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საპროტესტო გამოცდილებების გაზიარების ინიციატივით გამოდის, – ქართველ ფერმერებს მოუწოდებს ფრანგ ფერმერებს მიბაძონ. საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის რიტორიკა არ უკვირთ მმართველ პარტიაში, სადაც თორნტონს ურჩევენ საკუთარი ენერგია და იდეები სხვაგან მიმართოს. უმრავლესობის წევრებისთვის მისი განცხადება შიდა პოლიტიკაში გარე ჩარევების კიდევ ერთი დასტურია. ოპოზიციაში კი უცხოურ ჩარევებზე საუბარს მმართველი გუნდის მორიგ პროპაგანდად მიიჩნევენ.
ქვეყნის გარეთ დაწერილი გეგმა თუ გულწრფელი მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე აქციების მონაწილეებს? – სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟი.