მედიის შესახებ კანონპროექტს მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, ლორა თორნტონი ეხმაურება. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ის აცხადებს, რომ დემოკრატიის ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა.
მისივე შეფასებით, ეს არის თავისუფალ, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა. ლორა თორნტონის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ეფექტიანად ჩაიგდო სახელმწიფო ხელში. მათ ჰყავთ საკუთარი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომლებიც არალეგიტიმურია და ძალაუფლების აბსოლუტურად ყველა შრე საკანონმდებლო ხელისუფლების ჩათვლით მათ ხელშია.