რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციას და პერფორმანს სოციალურ ქსელში ეხმაურება „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი. ლორა თორნტონი „ხორუმის“ ცეკვის ვიდეოს აზიარებს და წერს: “„ქართულო ოცნებავ“, შენი დღეები დათვლილია. არავინაა თქვენს მხარეს, არც მოცეკვავეები, არც IT და HR სფეროს წარმომადგენლები, დედები, ბავშვები, ბებიები. თქვენს მხარეს მხოლოდ რუსეთია და ისინი სუსტები არიან“. ამასთან, ლორა თორნტონმა ატლანტიკური საბჭოსა და ევრაზია-ცენტრის მიერ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები არ აკმაყოფილებდა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების სტანდარტებს. განცხადებას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი.