ლონდონში საპროტესტო აქციის მონაწილეები ტრამპს არალიბერალურ პოლიტიკაში ადანაშაულებენ
  • ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები გაერთიანებულ სამეფოში დონალდ ტრამპის ვიზიტს აპროტესტებენ. მოედანზე გიგანტური მონიტორია დამონტაჟებული. დემონსტრანტების მსვლელობა რამდენიმე საათის წინ დაიწყო. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაში 100 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. აქტივისტები სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპს არალიბერალურ პოლიტიკაში ადანაშაულებენ.
  • აშშ-ის პრეზიდენტი მხარს დაუჭერს „ბრექსითის” იმ პოლიტიკას, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა მართებულად მიიჩნევს, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჩეკერსის რეზიდენციიდან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ, ბრიტანულ ტაბლოიდში გამოქვეყნებულ მისსავე ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტი „ბრექსითის” ტერეზა მეისეულ სტრატეგიას აკრიტიკებდა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის გეგმას, აშშ-დიდი ბრიტანეთის მომავალი სავაჭრო ურთიერთობებისთვის დამღუპველად მიიჩნევდა.
  • უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი 61 დღეა რუსეთის კოლონიაში შიმშილობს.