ლონდონის წიგნის ბაზრობა
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს ეროვნულ სტენდთან ქართველი მხატვრის, პოეტის, ესეისტისა და არტ-კრიტიკოსის, კარლო კაჭარავას შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. პანელში მონაწილეობდნენ მწერალი და მთარგმნელი ნენე გიორგაძე და კარლო კაჭარავას ნამუშევრების მთარგმნელი, ჯონ უილიამ ნარინსი.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მწერალთა სახლი ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით არის წარმოდგენილი. ორი დღის განმავლობაში, ბაზრობის მონაწილე ქვეყნების გამომცემლობებთან და გამავრცელებლებთან არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება.