ლონდონის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ფესტივალის მონაწილე ქვეყნების გამომცემლობებთან, გამავრცელებლებთან, ბრიტანულ გამომცემელთა ასოციაციებთან. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. ლიტერატურის თარგმნის ცენტრში, მწერალთა სახლმა და გამომცემლობა „სეზანმა” წარადგინეს მანანა მენაბდის ორი წიგნი ინგლისურ ენაზე – იგავ-არაკების კრებული – „და დრო გადიოდა“ და ავტობიოგრაფიული რომანი – „ფრენის დღე – ოთხშაბათი“.
მანანა მენაბდის მუსიკალური კომპოზიციების ფონზე, მარიამ ალექსიძის დასის მოცეკვავეებმა ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მწერალთა სახლი 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით და მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით არის წარმოდგენილი.