ლომჯარიას შეხვედრა სტუდენტებთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის მონაწილე სტუდენტებს სახალხო დამცველი შეხვდა. მათი ნაწილი პროტესტს რექტორის კაბინეტში აგრძელებს. სტუდენტებმა ნინო ლომჯარიას არსებული ვითარება და მოთხოვნები გააცნეს. ომბუდსმენის განცხადებით, სტუდენტები მძიმე სოციალურ პრობლემებზე საუბრობენ. სახალხო დამცველის შეფასებით, უნივერსიტეტის პოლიტიკა სტუდენტის საჭიროებაზე უნდა იყოს მორგებული. დღეს ასევე შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთანაც.