ლომისობა

დღეს ლომისობაა.

მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დღეს მომლოცველები სხვადასხვა რეგიონიდან შეიკრიბნენ. არაღიარებულმა რეჟიმმა კი დღესასწაულზე საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობას  შეზღუდვები დაუწესა და წმინდა გიორგის ტაძარში მისვლის უფლება არ მისცა.

დე-ფაქტო ხელისუფლება კირბალსა და მეჯვრისხევს შორის მდებარე სალოცავს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.