ლომარ ნიგურიანის მკვლელობაში ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ლომარ ნიგურიანის მკვლელობაში ბრალდებულის მამუკა ნიგურიანის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. ბრალდებული მიმალვაშია, მის უფლებებს სახაზინო ადვოკატი როზეტა ზარქუა იცავს. საქმე განზრახ მკვლელობისა და  ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით არის აღძრული.

პროკურორის განმარტებით, ყველა სახის ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია, მათ შორის მკვლელობის ადგილიდან ამოღებულ მასრებსა და ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ ტყვიებზე. თუმცა, პასუხი საქმისთვის ჯერ არ დაურთავთ.

დასკვნა სასამართლო განხილვის პროცესში გამოქვეყნდება. დაიკითხა გარდაცვლილის მეუღლეც. ის უკმაყოფილოა გამოძიების მიმდინარეობით.

შემთხვევა 2017 წლის 25 დეკემბერს მესტიაში მოხდა.