რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაზე არ გაჩერდება, უკრაინას შეუძლია მისი შეჩერება, თუ ჩვენ იარაღს მივაწოდებთ, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე. მისი თქმით, უკრაინის გადარჩენის საკითხი საფრთხეშია. მან მოკავშირეებს კიევის მიმართ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუგზავნის.