ლობისტური კომპანიისთვის გადახდილი ფული

სააკაშვილის ბიძაშვილი, ნიკა ალასანია მისთვის თანხას აგროვებს, დედა – გიული ალასანია კი მილიონამდე დოლარს ლობისტურ კომპანიას უხდის. დოკუმენტი მიმდინარე კვირას გასაჯაროვდა. კომპანია „აკერმანთან“ ხელშეკრულებას გიული ალასანია აწერს ხელს. იმ დოკუმენტაციის მიხედვით, რომლის დეკლარირებასაც ამერიკულ კომპანიებს კანონმდებლობა ავალდებულებს, აკერმანმა“ თანხის ნაწილი სამედიცინო მომსახურებისთვის უცხოელ ექიმებსაც გადაუხადა. საუბარია იმ მედიკოსებზე, რომელთა მძიმე შინაარსის ჩვენებები ცოტა ხნის წინ სასამართლომაც მოისმინა. თუმცა, ფაქტია, მათი ჩვენებები მოსამართლე გიორგი არევაძისთვის სარწმუნო არ აღმოჩნდა და სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

სააკაშვილის ოჯახსა და თანაგუნდელებს განმარტებების გაკეთება დასჭირდათ, თუმცა, გიული ალასანიას მედიასთან არაფერი უთქვამს ლობისტური კომპანიისთვის გადახდილი 917 177 დოლარის წარმომავლობაზე.

თამარ წიკლაური გიამბობთ, თუ რა კავშირია დოკუმენტებს, ლობისტურ საქმიანობასა და პოლიტიკურ განცხადებებს შორის.