ლიზა ფიშერი თბილისშია

გრემის ორგზის მფლობელი ლიზა ფიშერი თბილისს ეწვია.

ამერიკელი მომღერალი საქართველოში „რადიო ფორტუნას“ ყოველწლიური პროექტის  – „ოქროს ტალღის“ სტუმრის რანგში ჩამოვიდა. ლიზა ფიშერი დაჯილდოების ცერემონიაზე ნიკოლოზ რაჭველთან და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება.

ამერიკელი მომღერალი ქართველ მსმენელს ცნობილ ჰიტებს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, „ოქროს ტალღის“ რიგით მეხუთე საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიალი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 26 ივნისს ჩატარდება. ჟიური გამარჯვებულებს 15 მუსიკალურ ნომინაციაში გამოავლენს.