ლიტერატურული თეატრი „ჩვენ დავბრუნდებით“ ათი წლისაა

ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენის ბერი გაბრიელის სახელობის ქართული სკოლა და ლიტერატურული თეატრი „ჩვენ დავბრუნდებით“ – 10 წლისაა. საიუბილეო წვეულებას ბელგიაში მცხოვრები ემიგრანტების გარდა, ჰოლანდიასა და საფრანგეთში მცხოვრები ქართველები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. საიუბილეო წვეულებაზე მაყურებელმა რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის სპექტაკლი „ოთარაანთ ქვრივი“ ნახა, რომლის ინსცენირებაც მანანა ხორბალაძეს ეკუთვნის.