ლიტერატურული პრემია „მუზას“ დაჯილდოება
მწერალთა სახლში ლიტერატურული პრემია „მუზას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დაჯილდოებაზე 11 ნომინაცია იყო წარდგენილი. გამარჯვებულები სხვადასხვა საკონკურსო ნომინაციაში გამოვლინდნენ. მათ შორის, დაჯილდოვდნენ საუკეთესო რომანის და პროზაული კრებულის ავტორები. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პრემია „მუზა“ ტარიელ ხარხელაურს გადაეცა.