ლიტერატურული კონკურსი

„წლის საუკეთესო“ – კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია დააფუძნა. თეა წულუკიანის განაცხადებით, ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის გამართვის ინიციატივა, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძეს ეკუთვნის.

ხუთი ადამიანისგან შემდგარი ჟიური, 27 დეკემბერს გამარჯვებულებს ოთხ ნომინაციაში გამოავლენს – წლის საუკეთესო რომანი, პოეტური და პროზაული კრებული და საუკეთესო პიესა. მომავალი წლიდან ნომინაციების ჩამონათვალი გაიზრდება.