ლიტერატურული კონკურსი - „წლის საუკეთესო“

ლიტერატურული კონკურსის – „წლის საუკეთესოს“ გამარჯვებულები ცნობილია. „წლის საუკეთესო რომანის“ ნომინაციაში გაიმარჯვა – გელა ჩქვანავას „კადრილმა“. „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“ ნიკოლოზ ჯორჯანელი  „ნეტფლიქსი“; „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“ – ნინო ქადაგიძე, „მინიატურები“; „წლის საუკეთესო პიესა“ გამარჯვებულია – ელენე მაცხონაშვილი, „ყვავი რო მოვა“. თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა 5 000 ლარია.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.