ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი

საქართველოს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება. შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი, 2022 წელს ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი მასშტაბის ღონისძიება პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ეწყობა. სიმპოზიუმის დროს, ქვეყანა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრებისა და გამომცემლობების არაერთ ცნობილ წარმომადგენელს უმასპინძლებს. 65-წლიანი ისტორიის მქონე კონგრესი, საქართველოს ცნობადობის გაზრდასთან ერთად, საშუალებას აძლევს, რომ ლიტერატურაში საკუთარი მიღწევები მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებას გააცნოს.