ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი

15:40, 25.07.2022

თბილისი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესს მასპინძლობს. ღონისძიებაში მონაწილეობს 2000-მდე დელეგატი, მათ შორისაც არიან მსოფლიოს წამყვანი ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები, მთარგმნელები, გამომცემლები და მწერლები. კონგრესს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ-ს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი მასპინძლობენ. მომხსენებლები, წარმოადგენენ მსოფლიოს წამყვან ლიტერატურულ ცენტრებს. მსგავსი ღონისძიება არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ ჩატარებულა.

მსგავსი