ლისზე დილიდან „წიგნის კითხვის ფესტივალი“ იმართება

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიმწვანში წიგნის საკითხავად განსაკუთრებული გარემოა შექმნილი. ლისზე დილიდან „წიგნის კითხვის ფესტივალი“ იმართება. ღონისძიება თქვენთვის საქართველოს პირველმა არხმა და გადაცემამ „წიგნების თარომ დაგეგმა. დასწრება თავისუფალია.

საგანგებოდ მოწყობილ სხვადასხვა სივრცეში მრავალფეროვანი აქტივობები იმართება. სტუმრებს საშუალება აქვთ, „წიგნების თაროს“ ბიბლიოთეკიდან გამოცემები ითხოვონ. საღამოს კი დაგეგმილია კონცერტი.